ფეხბურთი

20:56 | 22.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხურადო “უოტფორდის” ფეხბურთელია

მოსკოვის “სპარტაკის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ხოსე მანუელ ხურადო “უოტფორდში” ითამაშებს. ესპანელმა ინგლისურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჯანო ანანაძის ყოფილი გუნდელი მადრიდის “რეალის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. თამაშობდა მადრიდის “ატლეტიკოში”, “მალიორკასა” და “შალკეში”.

29 წლის მოთამაშე ესპანეთის ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი წევრია, თუმცა ეროვნულ გუნდში არ უთამაშია.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში “უოტფორდმა” ინგლისის პრემიერლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

0.116882