ინგლისური "ლივერპულის" ახალწვეულმა ჯეიმს მილნერმა ABC-სთან საუბარში განაცხადა, რომ იგი სტივენ ჯერარდის შემცვლელი არაა, რადგან მას "ლივერპულში" ვერავინ შეცვლის, მათ შორის ლიონელ მესიც.
"პლანეტაზე არ არსებობს ადამიანი, რომელიც სტივენ ჯერარდს "ლივერპულში" შეცვლის. მისი შეცვლა მთლიანად გუნდმა უნდა შეძლოს და დარწმუნებული ვარ, ამას მოვახერხებთ. ცალკე კი მას ლიონელ მესიც ვერ შეცვლის", - თქვა მილნერმა.
ჯეიმს მილნერი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში "ბითლომანებს" "მანჩესტერ სიტიდან" შეუერთდა.