ფეხბურთი

14:55 | 22.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვაწაძე დანიელმა ქომაგებმა აღიარეს

საქართველოს ნაკრებისა და დანიური "ორჰუსის" თავდამსხმელი ვათე ვაწაძე დანიის სუპერლიგის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. დანიურ ინტერნეტ პორტალ superliga update-ს მიერ გულშემატკივრთა შორის ჩატარებულ გამოკითხვაში ქართველმა გაიმარჯვა.

მათემ ქომაგების ხმების 50% მიიღო (1.089 ხმა) და მეორე ადგილზე გასულ რასმუს ფელკს 7 პროცენტით აჯობა - 42.8% (832). მესამე ადგილი კი პიონე სისტომ დაიკავა 7.2%-ით (156).

ვაწაძემ დანიის სუპერლიგის პირველ ტურში "ბრონდბიუს" ორი გოლი გაუტანა და თავის გუნდს (2:1) გაამარჯვებინა.

0.062502