ფეხბურთი

15:40 | 22.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

კობახიძე "დნიპროს" არ ადასტურებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ უკრაინულ ტელეარხ "ფუტბოლ 1"-ს განუცხადა, რომ "დნიპოს" შესახებ ვერაფერს იტყვის, რადგან ახლა მხოლოდ "შახტართან" მატჩზე ფიქრობს.

"კომენტარის გაკეთება ჯერ კიდევ არ შემიძლია, რადგან ამ მომენტში მხოლოდ "შახტართან" გასამართ მატჩზე ვფიქრობ. "დნიპროს" შესახებ არაფერი ვიცი და შესაბამისად, ამაზე ვერაფერს გეტყვით", - განუცხადა ქართველმა შემტევმა უკრაინულ ტელეკომპანიას.

28 წლის კობახიძე 2008 წლიდან მოყოლებული "დნირპოს" საკუთრებაა, თუმცა ამ გუნდის რიგებში მხოლოდ 10 მატჩი გამართა (2 გოლი). ლუცკის "ვოლინში" კი გასულ სეზონში 23 შეხვედრაში თავი 6-ჯერ გამოიჩინა. წლეულს კი გოლის გატანა პირველივე ტურში მოახერხა.

0.119857