გლდანელი როენას მიერ დასაქმებული ქალბატონებიც კი არ იკადრებდნენ იმას, რაც ამ ორი წლის წინ, მარიო ბალოტელის ყოფილმა გულისსწორმა, ბელგიელმა მოდელმა, ფანი ნეგუეშამ იკადრა. როგორც გახსოვთ, ფანიმ მარიოსთან დაშორება მაშინ ვერ გადაიტანა და შავტუხა იტალიელი საშინელი სიტყვებით შეამკო.
ამის შემდეგ გავიდა დრო და როგორც ჩანს ფანი ნეგუეშას ტვინშიც ჭანჭიკები სულ სხვანაირად შეტრიალდა. რამდენიმე დღის წინ, ფანი იტალიაში მარიო ბალოტელის მამის გასვენებაში ჩასულა და ყოფილი სატრფოსთვის გულითადი სამძიმარიც პირადად გამოუთქვამს.
მარიო ბალოტელის საფეხბურთო კარიერა რომ თავდაღმართში მიექანება, ეს ფეხბურთის ყველა მოყვარულმა იცის და ასეთ დროს თანადგომა თუნდაც ყოფილი შეყვარებულისგან, მართლაც რომ მნიშვნელოვანია. ჯერ რა თქმა უნდა არავინ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ასეთი ჟესტის შემდეგ, მარიოსა და ფანის შორის არც დიდი და ისტორიული შერიგება უნდა გამოვრიცხოთ.







