ფეხბურთი

16:42 | 22.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" ედერსონი გაასხვისა

რომის "ლაციოს" ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ედერსონი ახალი სეზონიდან სამშობლოში ითამაშებს. 29 წლის ნახევარმცველი რიო დე ჟანეიროს "ფლამენგოს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ამის შესახებ "ლაციალეს" ვებგვერდი იუწყება.

ედერსონი "ლაციოში" 2012 წელს ფრანგული "ლიონიდან" გადაბარგდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში იტალიური გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაკვიდრება ვერ მოახერხა.

0.113632