ჩოგბურთი

0:00 | 22.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა დავიდენკოს სძლია

ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰოლანდიის ქალაქ შევენინგენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) პირველი წრე დასძლია.

მე-6 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა რუს ფილიპ დავიდენკოსთან პირველი სეტი დათმო, საბოლოოდ კი, 4:6, 6:3, 6:3 იმარჯვა.

მერვედფინალში ნიკოლოზის მეტოქე გერმანელი ფლორიან მაიერი იქნება, რომელმაც ჰოლანდიელ როი დე ვალკს იოლად აჯობა – 6:2, 6:1.

ქართველმა ჩოგბურთელმა რეიტინგს 8 ქულა შემატა, შევენინგენის ჩელენჯერის მოგება კი 90 ქულას იძლევა.

0.11748