ფეხბურთი

21:27 | 21.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალომ” სპარინგში “საპოვნელას” აჯობა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დებიუტანტმა “საბურთალომ” მოსამზადებელ პერიოდში მორიგი ამხანაგური მატჩი მშობლიურ “ბენდელაზე” თანალიგელ თერჯოლის “საპოვნელასთან” ჩაატარა და 5:1 გაიმარჯვა.

საბურთალოელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

ქურდაძე, ბეროშვილი, ბედიევი, კაკიაშვილი, ვაჭარაძე, ნიკოლაშვილი, ლაკვეხელიანი, ჩოგაძე, ბიძინაშვილი, წივილაშვილი, დვალი.

მეორე ტაიმში შევიდნენ: ჩოჩიშვილი, მარგველაშვილი, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი, გოშთელიანი, შიხაშვილი, მამუჩაშვილი, ფანცულაია, გვარაძე.

თერჯოლელთა თავკაცის მირიან გეწაძის არჩევანი შემდეგი იყო:

გიორგაძე, რობაქიძე, ენდელაძე, ჯიმშელეიშვილი, ბერუაშვილი, მაკარიძე, ცქიფურიშვილი, მურადაშვილი, ბუხაიძე, ამბროლაძე, ჭაჭიაშვილი.

მეორე ტაიმში შევიდნენ: მზევაშვილი, პაპავა, შუღლაძე, თავაძე, ზეინკლიშვილი, ალავიძე, ბარბაქაძე, ლაღაძე, ბანძელაძე.

“საბურთალოდან” გოლები ჯაბა დვალმა, ხარაიშვილმა, გოშთელიანმა, სოფრომაძემ და მარგველაშვილმა გაიტანეს.

0.114766