ფეხბურთი

20:21 | 21.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძაპატა "უდინეზეში" ითამაშებს

იტალიური "ნაპოლის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი დუვან ძაპატა კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს. კოლუმბიელმა თავდამსხმელმა უდინურ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. იგი "ფრიულიზე" დამდეგ სეზონს იჯარის წესით გაატარებს.

"ნაპოლიში" გატარებულ ორ წელიწადში ძალიან გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი. ახლა კი ახალი გამოწვევისა და გამოცდილების დროა იმასთვის, რომ ნეაპოლში დავბურნდე იმაზე უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე ვიყავი", - დაწერა თავის ინსტაგრამზე ფეხბურთელმა.

24 წლის ძაპატა "ნაპოლის" 2013 წელს არგენტინული "ესტუდიანტესიდან" შეუერთდა და მას შემდგომ სერია A-ში ჩატარებულ 37 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101026