ფეხბურთი

19:29 | 21.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მილინკოვიჩი: “დასახულ მიზანს მივაღწიეთ”

ბელგრადის “პარტიზანის” მთავარმა მწვრთნელმა ზორან მილინკოვიჩმა “დილასთან” მოგებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პირველი მატჩისგან განსხვავებით სერბულმა გუნდმა უფრო კარგად ითამაშა და შედეგსაც მიაღწია.

“ჩვენი მიზანი პირველ ტაიმში გოლის გატანა გახლდათ და მიზანს მივაღწიეთ კიდეც. პირველ მატჩთან შედარებით საქართველოში უკეთ ვითამაშეთ. სერბეთში ჩაკეტილი თამაში ვიხილეთ, გორში კი გუნდი გაიხსნა და მიზნის მისაღწევად ყველაფერი გამოუვიდა”, – განაცხადა სერბმა სპეციალისტმა.

მომდევნო მატჩში “პარტიზანი” “ტრენჩინსა” და “სტიაუას” შორის გამარჯვებულს შეხვდება. პირველი მატჩი რუმინელებმა სტუმრად 2:0 მოიგეს და დიდი ალბათობით, სერბების მოწინააღმდეგე ბუქარესტული გუნდი იქნება.

0.117706