ფეხბურთი

19:03 | 21.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

უჩა სოსიაშვილი: "მომდევნო სეზონში კვლავ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ”

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში გორის “დილამ” "თენგიზ ბურჯანაძის" სახელობის სტადიონზე “პარტიზანთან” მარცხი განიცადა – 0:2. შეხვედრის შემდეგ, უჩა სოსიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაბანკზე წასვლამ არ გაამართლა და გუნდმა მატჩი წააგო.

“დიდი მადლობა ჩემ ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის. ნათელი იყო მატჩის წინ, რომ შეტევაზე ვიქნებოდით ორიენტირებულნი. პირველ ტაიმში მომენტები გვქონდა, გვალიასა და მოდებაძეს გატანა შეეძლოთ, თუმცა დაწინაურება ვერ მოვახერხეთ. მეორე ტაიმში ორი შემტევი დავამატე და თავდასხმა გავაძლიერე. ვაბანკზე წავედით, 4-2-4 სისტემაზე ვიყავით გადაწყობილნი. კვირკვიამ გაამწვავა კიდეც შეტევა, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ შევძელით გარდატეხის მოხდენა. მომდევნო სეზონში ჩვენი მიზანი კვლავ ჩემპიონობა და თასის მოგება იქნება“, – განაცხადა შიდაქართლელთა თავკაცმა.

ორი მატჩის ჯამში გორელებმა სერბულ გუნდთან 0:3 წააგეს. გორულ გუნდს ევროპის პრესტიჟულ ტურნირზე დებიუტი წარუმატებელი გამოუვიდა.

0.111293