ჩოგბურთი

15:42 | 21.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვალიფიკაცია ვერ დასძლიეს

ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ გერმანიის ქალაქ დარშმტადში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში ვერ გააღწიეს.

კვალიფიკაციაში მე-3 ნომრად განთესილმა გორგოძემ ბელგიელ კიმბერლი ციმერმანს 6:0, 6:1 სძლია, შემდეგ კი უკრაინელ ოლეკსანდრა კორაშვილთან (მე-16) 6:4, 1:6, 4:6 დამარცხდა.

რაც შეეხება მე-9 რეიტინგის მქონე ქვაცაბაიას, ის პირველივე რაუნდში შვეიცარიელ ამრა სადიკოვიჩთან 3:6, 6:1, 2:6 დამარცხდა.

ტურნირის ძირითად ბადეში პირდაპირაა დაშვებული ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა. მისი მეტოქე მე-2 ნომრად განთესილი შვეიცარიელი რომინა ოპრანდი იქნება.

წყვილთა შეჯიბრში გორგოძეს და შაფათავას მე-2 რეიტინგი გააჩნიათ და ბრძოლაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან.

0.125441