ინგლისის “ნიუკასლმა” ბელგიის “ანდერლეხტიდან” ფორვარდ ალექსანდრ მიტროვიჩის შეძენა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაადასტურა.
“ნიუკასლმა” 20 წლის ფეხბურთელში 13 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. სერბმა ინგლისელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღსანიშნავია, რომ ტრანსფერი კლუბის ისტორიაში ძვირადღირებულებს შორის მეოთხეა.
მიტროვიჩი “ანდერლეხტში” 2013-2015 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 90 მატჩში 44 გოლი გაიტანა.