ფეხბურთი

14:25 | 21.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის შსს-ს მინისტრი: “გვარდიოლასთვის ღმერთი ფულია”

ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხორხე ფერნანდო დიასმა მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მკაცრად გააკრიტიკა. ის იმ ფაქტმა გააბრაზა, რომ მიუნხენელთა თავკაცი არტურო მასის პარტიის საარჩევნო სიაში შევიდა, რომელიც კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფას ითხოვს.

“გვარდიოლას ქმედება სიბრალულს იწვევს. ჩვენ ვხედავთ, რომ მას ნიღაბი ჩამოხსნეს. იგი ესპანეთის ნაკრებში თამაშობდა და წარმატებას აღწევდა არა პატრიოტული, არამედ, პოლიტეკონომიური ინტერესის გამო. არსებობს ხალხი, რომლებისთვის ღმერთი ფულია” – იუწყება დიასის სიტყვებს ესპანური გამოცემა Marca.

0.118557