ფიფას ვიცეპრეზიდენტმა ჯეფრი უებმა, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი, 10 მილიონი დოლარი გირაოს უზრუნველსაყოფად, 11 ძვირადღირებული საათი, სამი ავტომანქანა, ცოლის საქორწინო ბეჭედი და უძრავი ქონების 10 ობიექტის დოკუმენტი ჩააბარა. ამის შესახებ სააგენტო “ასოშეიტედ პრესი” იუწყება.
უებმა ავტომობილები “ფერარი” და “რენჯ როვერი”, რომლებიც მის ცოლზეა გაფორმებული, თავისი “მერსედესი”, ცოლის ბრილიანტის საქორწინო ბეჭედი, ბრილიანტის სამაჯური, ორი წყვილი ბრილიანტისა და მარგალიტის საყურეები, უძრავი ქონების 10 ობიექტი, აგრეთვე ცოლის ანგარიშიდან 410000 დოლარი წარმოადგინა.
უებს ამერიკის პროკურატურა მილიონობით დოლარის ქრთამის აღებაში ადანაშაულებს, რომლის სანაცვლოდ მან სხვადასხვა მარკეტინგულ ფირმებს მარკეტინგული უფლებები მიჰყიდა. ასევე, ის თანხების გაფლანგვაშია ეჭვმიტანილი. მიმიდინარე კვირაში უებს შვეიცარიიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია მოუწევს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ესეთი დარმტყმელი კაცებში დაც არ გვყავს
მართალია, ჯანოზე კარგად ასრულებს ხო ჯარიმებს?? უბრალოდ ქალთა ფეხბურთში ყველაზე დიდი სუსტი წერტილი არის მეკარე!! გოლი მაგარი გაიტანა, კარგი მოთამაშეა გაბელია!!
მალადეც გულნარა! ქალები მალე ფეხბურთშიც აჯობებენ კაცებს.
)
მთლად ჭადრაკივით ვერა, მაგრამ ლიგაზე წარმატებული კაცი ფეხბურთელი არ გვყოლია უკვე დიდი ხანია (ვიცე-პრემიერის დროიდან