ფეხბურთი

12:12 | 21.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი ბუნდესლიგის სტარტს გამოტოვებს

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ფრანკ რიბერი გერმანიის ბუნდესლიგის სტარტს გამოტოვებს, რომელიც 14 აგვისტოსაა დაგეგმილი. ფრანგი ფეხბურთელი მარტის შემდეგ მკურნალობს და რეაბილიტაცია გაიარა, მაგრამ ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში ჯერ არაა.

“პირველად დიდი ხნის განმავლობაში ტკივილს არ ვგრძნობ. მწყობრში როდის ვიქნები არ ვიცი, მაგრამ სათამაშო ფორმაში შესასვლელად დრო მჭირდება. რაც შემიძლია გავაკეთებ, მაგრამ ჩემპიონატის სტარტისთვის მზად არ ვიქნები” – იუწყება რიბერის სიტყვებს გერმანული ინტერნეტპორტალი sport1.de.

0.11403