ლონდონის "ტოტენჰემის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ბენჟამინ სტამბული კარიერას "პარის სენ-ჟერმენში" განაგრძობს. აღნიშნული ტრანსფერი რამდენიმე წუთის წინ პარიზული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ბენჟამინმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.
24 წლის ნახევარმცველი "ტოტენჰემში" გასულ ზაფხულს გადავიდა "მონპელიედან" და 27 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.