კალათბურთი

22:37 | 20.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სან ანტონიომ” სერბი გიგანტი დაიმატა

“სან ანტონიო სპურსმა” სერბი გიგანტი ცენტრი (221 სმ) 26 წლის ბობან მარიანოვიჩი დაიმატა. აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მარიანოვიჩმა განვლილი სეზონი “ცრვენა ზვეზდაში” გაატარა, სადაც საშუალოდ ერთ მატჩში 16.6 ქულას და 10.7 მოხსნას აგროვებდა. მარიანოვიჩს აქამდე ცსკა-ში, “ნიჟნი ნოვგოროდში”, “ჟალგირისში” და “მეგა ვიზურაში” უთამაშია.

0.109175