ჩოგბურთელი ტომაშ ბერდიხი და მოდელი ესტერ სატოროვა მონაკოში დაქორწინდნენ. ამის შესახებ ევროპული ბულვარული მედია იუწყება და ქორწილის სურათებსაც ავრცელებს.
2012 წელს ბერდიხი ჩოგბურთელ ლუსი საფაროვას დაშორდა. ბერდიხის მარტოობამ დიდხანს არ გასტანა და მალევე გაიჩინა ახალი მეგობარი გოგო - ესტერ სატოროვა. 2015 წლის იანვარში წყვილი ოფიციალურად დაინიშნა.