ფეხბურთი

18:11 | 20.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვაწაძისთვის სამქულიანი დასაწყისი მნიშვნელოვანია

“ორჰუსის” თავდამსხმელმა მათე ვაწაძემ, რომელმაც დანიის სუპერლიგის სტარტზე “ბრონდბიუსთან” მატჩში (2:1) დუბლი შეასრულა, კლუბის ვებგვერდთან საუბარში განაცხადა, რომ სეზონის გამარჯვებით დაწყება მნიშვნელოვანია.

“მთელი მატჩი კარგად ჩავატარეთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სეზონი 3 ქულით დავიწყეთ. თუმცა, მომდევნო თამაშებიც განვლილივით რთული იქნება. დენი ოლსენისგან კარგი პასი მივიღე და დანიელ აგერთან ორთაბრძოლაში ბურთი დავიმორჩილე, რის შემდეგ, საკუთარი შანსი გამოვიყენე” – თქვა “თბილისელმა ჯალათმა” როგორც ვაწაძეს “ორჰუსის” გულშემატკივრებმა შეარქვეს.

განვლილ შეხვედრაში ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა, ხოლო 56-ე წუთზე როცა ფრე (1:1) იყო, გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

მეორედ ვაწაძემ დებიუტანტ ელმარ ბიარნსონის პასით შეაგდო და მან ახალწვეულები შეაქო:

“ჩვენი ახალწვეულები მართლაც ნიჭიერნი არიან. ისინი ვარჯიშებზე თავს არ ზოგავდნენ და იგივე გააკეთეს მატჩის დროსაც. ძალიანი მიხარია, რომ ისინი კლუბში მოვიდნენ”.

0.116618