ბელგიის “გენკის” შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია და ბოლო ორი ამხანაგური მატჩი ამიტომ გამოტოვა.
ინტერნეტპორტალ nieuwsblad.be-ს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ნეკნი დაიზიანა და როგორც ინგლისის “ჩარლტონთან” (1:0), ასევე, საფრანგეთის “ნანტთან” (1:0) სპარინგები ამ მიზეზით გამოტოვა.
ოქრიაშვილის გამოჯანმრთელების თარიღი ჯერ უცნობია. მან ჯერჯერობით მოედანზე ორთაბრძოლებსა და შეჯახებებს თავი უნდა აარიდოს.