ბოლნისის “სიონის” დირექტორის, ლადო ბურდულის, მიერ ფეხბურთის ფედერაცაში გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონს, საშეჯიბრო კომიტეტის განყოფილების ხელმძღვანელი დიმიტრი ბოკერია ესტუმრა. კომისიამ ადგილზე შეისწავლა სტადიონზე არსებული მდგომარება.
ბოკერიას განცხადებით, მინდორი ამ ტაპზე დამაკმაყოფილებელია და თუ სტადიონის ხელმძღვანელობა თვის ბოლომდე დანარჩენი ხარვეზების გამოსწორებას მოახერხებს, ბოლნისის “სიონი” ახალი სეზონიდან საკუთარ კედლებში ითამაშებს.
“როგორც ამ ქალაქისთვის და ბოლნისის “სიონისთვის”, ასევე ფეხბურთის ფედერაციისთვისაც, უმთავრესი პრიორიტეტია, ყველა ქალაქს დაუბრუნდეს მისი გუნდი და არ ითამაშონ სხვა ქალაქებში. ძალიან მიხარია, რომ აქ ბევრი რამე კეთდება იმისათვის, რომ ბოლნისის “სიონმა” სახლში უმასპინძლოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს.
ამ სტადიონის მთავარი პრობლემა იყო მინდორი, რომელიც ამ ეტაზე ნამდვილად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებზე შევთანხმდით, რომელიც უნდა განახორციელოს აგვისტოს დასაწყისამდე, კლუბის, მუნიციპალიტეტის, და სტადიონის ხელმძღვანელობამ. არის რამდენიმე საკითხი, რაც გამოსწორებას საჭიროებს, ასე რომ, ჩვენ კიდევ ერთხელ, ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ვესტუმრებით ბოლნისს და საბოლოოდ გადაწყდება აქ ითამაშებს თუ არა ბოლნისის “სიონი”. ძალიან დიდი იმედი მაქვს და თავად გამგებლისგანაც, დაპირება მივიღე, რომ ეს ყველაფერი განხორციელდება. ამ სეზონის მეორე წრისთვის, იმედი გვაქვს, რომ ახალი მინდორიც გვექნება. ბოლნისელ გულშემატკივარს ვუსურვებ, საკუთარი გუნდის ბევრი თამაში ენახოთ თავიანთ კედლებში და ვუსურვებ წარმატებებს”, – აღნიშნა ბოკერიამ.
საშეჯიბრო კომიტეტის განყოფილების ხელმძღვანელმა ბოლნისის გამგებლისგან დაპირება მიიღო, რომ ამჯერად, რეალურად გაკეთდება ყველაფერი, რათა გუნდმა საკუთარ ქალაქში შეძლოს თამაში.
“ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს გამოყოფილი 55 ათასი ლარი იმისათვის, რომ მოხდეს იმ შენიშვნების გათვალისწინება, რაც საშეჯიბრო კომიტეტს აქვს ამ სტადინის მიმართ. გვსურს, ქალაქში ფეხბურთი დაბრუნდეს, ამიტომ რეალური ნაბიჯები გადაიდგმება, რათა ყველა ხარვეზი აღმოვფხვრათ, რომელიც აქამდე უფლებას არ გვაძლევდა შინ ჩაგვეტარებინა თამაშები. ვფიქრობ, რომ ახალი სეზონის დაწყებას “სიონი” ამ სტადიონზე მოახერხებს”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.
fcsionibolnisi.com