ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში თბილისის “დინამომ” კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესიდან პირველ ლიგაში დაქვეითებულ თანაქალაქელ “ვიტ ჯორჯიასთან” ჩაატარა. შეხვედრა 1:1 დასრულდა.
დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ სპარინგში გია გეგუჩაძემ “დინამო” ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
ბეგაშვილი (კულუა), ტვილდიანი, გველესიანი, რენე ფერეირა, გურული, პარუნაშვილი, ჯანელიძე, ლობჟანიძე, თევზაძე ( ზაზა ჭელიძე), არაბული, ვოლკოვი (იაშვილი)
“ვიტ ჯორჯიას” მთავარმა მწვრთნელმა თენგიზ კობიაშვილმა მეტოქეს შემდეგი ფეხბურთელები დაუპირისპირა:
შეროზია (ისერგიშვილი, 74), თათხაშვილი (მერაბიშვილი, 54), კალანდია (ჩხარტიშვილი, 78), ჩიტიშვილი (ქისიევი, 78), დანელია (მარგველაშვილი, 66), გახარია, ლებანიძე (ვაზაგაშვილი, 58), ქარელი (ხაბელაშვილი, 54), დავლაშელიძე (გურეშიძე, 64), კახაბრიშვილი, გვასალია (ღირდალაძე, 46).
შეხვედრის 23-ე წუთზე ანგარიში “ვიტ ჯორჯიადან” ქარელმა გახსნა, ხოლო “დინამოდან” საპასუხო გოლი 83-ე წუთზე ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა.