ჭადრაკი

1:37 | 20.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონობისთვის პაიჭაძე და მაღალაშვილიც იბრძვიან

ფოთში დასასრულს უახლოვდება “ნანა ალექსანდრიას თასის” მე-10 გათამაშება. ბოლო ტურის წინ მეტად საინტერესო ვითარებაა შექმნილი: 6.0-6.0 ქულით 5 მოჭადრაკე ლიდერობს. ესენი ვაჰე ბაღდასარიანი (სომხეთი, 2401), ალექსანდერ ზუბოვი (უკრაინა, 2615), ლუკა პაიჭაძე (საქართველო, 2566), დავით მაღალაშვილი (საქართველო, 2515) და გევორგ არუტუნიანი (სომხეთი, 2449) არიან.

მე-8 ტურში პაიჭაძემ შავი ფიგურებით ერთპიროვნული ლიდერი ბაღდასარიანი დაამარცხა, ხოლო მაღალაშვილმა თეთრებით ვიტალი სივუკს (უკრაინა, 2463) სძლია.

მე-9 ტურში ცენტრალური ზუბოვ-არუტუნიანის, პაიჭაძე-მაღალაშვილი და გიგა ყუფარაძე (2484, 5.5 ქულა)-ბაღდასარიანის პარტიები იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე პირველ ნომრად საქართველოს ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა (2693) გახლავთ განთესილი, თუმცა, ის ფავორიტის როლს ვერ ამართლებს და ჯერჯერობით, 4.5 ქულით 32-ე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.123418
სარეკლამო ადგილი - 99
X x X