თბილისის “ვითა”, რომელიც გუშინ ვთბ-ლიგაში ოფიციალურად დაუშვეს, ტურნირს სერიოზული შემადგენლობით შეხვდება. ქართული კლუბის პრეზიდენტის თემურ დათიკაშვილის თქმით, “ვითა” უძლიერეს ქართველ კალათბურთელებს შეკრებს, ამას გარდა კი, ექვს ლეგიონერსაც აიყვანს.
დათიკაშვილის თქმითვ, ვითელთა მიზანი ვთბ-ლიგის პლეი-ოფში გასვლა იქნება: “გასულ წელს ამაზე ოცნებაც კი არ შეგვეძლო, ამდენად, წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით. ვთბ-ლიგა ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება, ჩვენი მიზანი კი ღირსეულად თამაში და პლეი-ოფში ასპარეზობა იქნება.
ჩვენ ბავშვთა სკოლაც გვაქვს და იქ იმდენი მსურველია, ადგილებიც კი არ გვაქვს. რადგანაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე მესამედ გავიდა, კალათბურთი საქართველოში ძალიან პოპულარულია, თუმცა, ის ჩვენთან ყოველთვის პოპულარული იყო. დასწრების მხრივ, სპორტის ეს სახეობა პირველ ადგილზეა. იმედი მაქვს, ვთბ-ლიგის მატჩებზეც დარბაზი სავსე იქნება.
ახალგაზრდულ გუნდს გავაკეთებთ, რომელსაც ყველაზე ძლიერი ქართველი კალათბურთელები შეემატებიან. არ ვგულისხმობ იმ სამ მოთამაშეს, რომლებიც ნბა-ში (ზაზა ფაჩულია), ესპანეთში (თორნიკე შენგელია) და ცსკა-ში (მანუჩარ მარკოიშვილი) ასპარეზობენ. გვეყოლება 6 ლეგიონერიც, მოკლედ, კარგი გუნდი იქნება”.
გაირკვა ისიც, რომ ვთბ-ლიგის ახალი სეზონი სტარტს 3-4 ოქტომბერს აიღებს და “ვითა” სადებიუტო მატჩს თბილისის სპორტის სასახლეში ვოლგოგრადის “კრასნი ოკტიაბრის” წინააღმდეგ ჩაატარებს. ისიც ვთქვათ, რომ ტურნირის ბიუჯეტი 375 მილიონი რუბლი იქნება.
და ერთიც. ვთბ-ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მონაწილეთა განახლებული რუქა გამოქვეყნდა და მასზე საქართველო სრული სახითაა წარმოდგენილი ანუ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ჩათვლით. იმედია, ამ მხრივ ცვლილებები არც მომავალში იქნება...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები "ვითა" -ს.
მაგრად ასწორებს ძლიერი ლიგაა)) ადმინ ისიც მიგემატებინა კრასნიე კრილიას ნაცვლად იქნება ვიტა
stripslashes((strlen('http://basketball.eurobasket.com/team/Georgia/BC_VITA_Tbilisi/3542?Page=1')>0?'http://basketball.eurobasket.com/team/Georgia/BC_VITA_Tbilisi/3542?Page=1':'http://basketball.eurobasket.com/team/Georgia/BC_VITA_Tbilisi/3542?Page=1'))
შვილი/ძმის შვილი ან რაიმე ეგეთი
მწრვთნელი კი Pavel googe წერია, Coach Assistant: 2002-2004: CSKA Moscow (Russia-Superleague), დუშან ივკოვიჩის დროს ასისტენტი იყო და ბათუმის ბასკოს წვრთნიდა 2001-2002 წელს,2005 წლის შემდეგ სამწვრთნელო კარიერაზე ცნობები არ არი, ეს არის და ეს ჯერ-ჯერობით,იმედია სანათესაოს დასაქმებას არ გააგრძელებენ და სულ "ია" "ავა"-ზე დამთავრებულ გავრებს არ გავიგონებთ
ჯერ-ჯერობით გუნდში 1 კაცი ირიცხება ვითაში და ეს გახლავთ ლევან შენგელია, არ გამიგია თუმცა NCAA1-ში გამოდიოდა, ეგრე წერია, PF-C პოზიცია და გვარით თუ ვიმსჯელებთ ვიცე-პრეზიდენტის ვიღაც იქნება
მწვრთნელი და მსაჯია დედამისი ხათუნა გაბედავა
სპორტული თვალსაზრისით კარგია...თუ შესაბამისად გამოვიყენებთ.მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით დიდი კითხვის ნიშანი,ძალიან დიდი!მაგრამ ამ ნაბიჯსაც იმიტომ ვდგამთ,რომ არ ვივარგეთ,არც პროფესიონალიზმი გვეყო ,არც კომპეტენტურობა სპორტული მეურნეობის დასალაგებლად...თორემ ვყოფილიყავით წარმატებულნი და ევროტურნირებზე გვეთამაშა!აღარ გახდებოდა რაღაც ვტბ სახელწოდების ტურნირი...
-ბატონო დავით-ვნახე გუგლში ვტბ-ლიგის ტურნირი ვერსად მივაგენი რუქებს...
stripslashes((strlen('http://www.vtb-league.com/en/content/geography.htm')>0?'http://www.vtb-league.com/en/content/geography.htm':'http://www.vtb-league.com/en/content/geography.htm'))
გმადლობთ!
შესანიშნავი ამბავია! ვინც როგორ უნდა თქვას და ეს ნამდვილად რეალურად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული კალათბურთისთვის. პირველ რიგში, საჭიროა ნაკრების ზოგიერთი წევრების (ვიქტორა, მეტრეველი, ბურჯანაძე, ფაცაცია, შარაბიძე) თავმოყრა ანუ ვისი მოყვანაც რეალურია! შემდეგ რამდენიმე ძ ლ ი ე რ ი ლეგიონერი და მე პირადად მზად ვარ რომ არათუ სპორტის სასახლეში დავესწრო ამ დონის მატჩებს, არამედ (თუ მოვახერხებ) გასვლით თამაშებშიც ვუქომაგო ჩვენს გუნდს. ჰო, კიდევ მწვრთნელი დამავიწყდა - ბაგაცკისს ან მისი დონისას ვისურვებდი. მოკლედ, იმედია ამ პროექტის განხორციელებას წინ არაფერი დაუდგება და, რაც მთავარია, ის იქნება გრძელვადიანი
ზუსტადაც ეგრეა, 4-5 კაცის გარდა ყველას ჩამოყვანა შეგვეძლება, ფაჩულია,შენგელია, შერმადინი, მარკოიშვილი, რეალურად 4ივე უფრო მაღალ დონეზე თამაშობს, სანაძეც უფრო კარგ ადგილზეა ვიდრე VTB ლიგაა თუმცა გუნდში ვეღარ მისდის კარგად საქმეები, შარშანდელ სეზონში 17.6 წუთი მიიღო მხოლოდ, თუმცა მაინც NCAA ჯობია,დანარჩენებიდან კი ყველას დაბრუნება შეიძლება საქართველოში: ფხაკაძე,სანიკიძე,ბურჯანაძე,ბერიშვილი,ცქიტიშვილი(21-11 ქონდა შარშანდელ სეზონში),ფაცაცია, ჯანელიძე დანარჩენები კი ისედაც აქ არიან: მეტრეველი, ცინცაძე, ლეჟავა, შარაბიძე
რამდენიმე კარგი ლეგიონერი და მშვენიერი იქნება
ბოლო წინადადება რო წავიკითხე ტანში დამაჟრიალა... აბა თქვენ იცით წარმატებები ძალიან მაინტერესებს ვითას პოტენციური შემადგენლობა
წარმატებები ვითას)) იმედია პროექტს ბოლომდე განახორციალებენ
ცალსახად უპოზიტიურესი მომენტია ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ საკალათბურთო ცხოვრებაში. რუსეთთან ეს რამე სახის ჩვენთან საზიანო კავშირში ნამდვილად არ არის და არ გვინდა ზედმეტი კირკიტი, არ გვაქვს მაგის ფუფუნება.
წარმატებები ვითას და ყოჩაღ ორგანიზატორებს!
თუ ბავშვთა სკოლა და ა.შ. რაც საჭიროა ნებისმიერი სპორტის განვითარებისთვის ჩამოყალიბდება და ეგ ფინანსები არ მოხმარდება მარტო ვაიკრუიზერებს და ეგეთ რამეებს კარგია რათქმაუნდა,დარბაზი გაივსება მაგას რა ლაპარაკი უნდა!.მთავარია სიტყვები სიტყვებად არ დარჩეს!
Nika cqitishvili moiyvanet mag kalatburtelma shemayvara kalatburtis tamashi da kokoshkovs nikas gamo vervitan zustad..
fibas turnirshi tamashi riti jobia ?vtb ligashi ki aris meti puli da cska imito igebs rom yvelaze dzlieri gundia mand.
Vitas saqartvelos chempionatshi tamashs ra azri aq armias ro yavda gundi da veravin ugebda iseti situacia iqneboda ra azri aq magas ?
mwvrneli da gundis wevrebi namdvilad dzlieri xalxit unda dakomleqtdes da asec apireben rogorc itqva da tu nakrebis kalatburtelebi daimates iolad veravin mogvigebs mitumetes tbilishi
მე ეგ იდეა არ მომწონს და აი რატომ:
1. ფიბას ტურნირში თამაში ჯობს და არა მაგ რუსულ წარმონაქმნშ;
2. ფიბაში ნაკლები ფულია და რუსული ვითიბი (ვნეშ ტორგ ბანკს სახელმწიფო მფლობელობაც აქვს და შესაბამისად რუსული იმპერიის ინტერესებსაც ატარებს) რასაც ქვია ასპონსორებს ამ ლიგას, რომელსაც მუდმივად ცსკა (არმიის გუნდი, იმ არმიის ჩვენ რომ გადაგვჩექმა სადაც მოგვდგა) იგებს
3. ვითას ჯერ საკუთარ კედლებში ეცადა ძალა! არ უნდა? იმიტომ რომ კომერციულ პროექტში უნდა ჩართვა, ვინაიდან ასპონსორებს ზემოთხსენებული მამაძაღლი ქვეყნის ბანკი
4. მწვრთნელი ვინაა, გუნდში ვინაა? იქნება და გადაგიარონ რუსულმა კლუბებმა, რა იცი დათიკაშვილმა? ღირსება აღარ გვაქვს?
5. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია უნდა მოიქცეს წესდების მიხედვით და არა ასე უპრაკუნოდ რომ უშვებს ახალშექმნილ გუნდს "ფსევდო ევროპულ" შეჯიბრში. ჯერ საკუთარი მოიგე და მერე სხვაგან წადის პრინციპი უნდა დაიცვან. როგორც "აბა" ლიგაში სლოვენიის კალათბურთის ფედერაციამ არ გაუშვა ლიუბლიანის "ოლიმპია"
6. პატივცემულ სტატიის ავტორს, დათო მანჯავიძეს ვთხოვდი, ბიუჯეტისა თუ ნებისმიერი სახის თანხის ხსენებისას გამოვიყენოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული კონვერტირებული ვალუტა: აშშ დოლარი და ევრო. ნუ გვაბრუნებთ რუბლებში და შავბნელეთში. არსებობს ათასგვარი ონლაინ საიტი სადაც ნებისმიერი ვალუტის კონვერტირება შეიძლება და დათვლა რამდენია ეს თანხა დოლარსა და ევროში. ყველაზე უკეთესი კი ლარებში წერა იქნება. გავუფრთხილდეთ ჩვენ ინდივიდს, პატივი ვცეთ საქართველოს!
6. პატივცემულ სტატიის ავტორს, დათო მანჯავიძეს ვთხოვდი, ბიუჯეტისა თუ ნებისმიერი სახის თანხის ხსენებისას გამოვიყენოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული კონვერტირებული ვალუტა: აშშ დოლარი და ევრო. ნუ გვაბრუნებთ რუბლებში და შავბნელეთში. არსებობს ათასგვარი ონლაინ საიტი სადაც ნებისმიერი ვალუტის კონვერტირება შეიძლება და დათვლა რამდენია ეს თანხა დოლარსა და ევროში. ყველაზე უკეთესი კი ლარებში წერა იქნება. გავუფრთხილდეთ ჩვენ ინდივიდს, პატივი ვცეთ საქართველოს!
100%!!!
ცსკა იმიტო იგებს რო ყველაზე ძლიერი გუნდია, კალათბურთი ერთ-ერთი ის სპორტია რომელშიც მსაჯებს საკმაოდ პატარა გავლენა აქვთ და დაჩაგვრით ვერ დაგჩაგრავენ, თუ უკეთესი გუნდი ხარ მოიგებ, ცსკა ევროლიგაშიც სულ ოთხთა ფინალში გდია და ყოველთვის ფავორიტია. რომელი საკუთარი ჩემპიონატი, სად არის ჩემპიონატი და მსგავსი გეგმებით ვის ეპარება ეჭვი რომ ვითა გადახსნის ადგილობრივ ჩემპიონატს და ვერავინ ვერ მოუგებს. საქართველოს ნაკრებიდან ალბათ 5 კაცის გარდა ყველას ჩამოყვანაა შესაძლებელი, ფაჩულია, შენგელია, შერმადინი, მარკოიშვილი და სანაძე ალბათ არ ჩამოვლენ, და დანარჩენი ყველა შეგიძლია დაიმატო, ასე რომ მაგ შემადგენლობით და 3-4 ლეგიონერით ვერავინ გადაგივლის. VTB ლიგიდან შეგიძლია ევროლიგაზე მოხვდე და ეგეც სტიმულია, სტიმულია ადგილობრივი გუნდებში მონაწილე ახალგაზრდებისთვის რომელთათვისაც მაღალ დონეზე გადასვლა სულ ერთ ნაბიჯში იქნება, გამოიჩენ თავს მოხვდები ვითაში და მერე ყველაფერი შენზეა, ასე რომ ყველაზე მაგარი რაღაც მოხდა რაც შეიძლება მომხდარიყო და ერთი რამ დაგვრჩენია ქართველებს, გავვარდეთ და აბონემენტები ავიღოთ და ვუქომაგოთ ქართულ გუნდს
კარგია, რა უნდა გავიდნენ ქართული კლუბები უცხოეთში თორემ ამ საკუთარ წვენში ხარშვით არაფერი გამოდის.
da mwvrtnelic paqtoric dzalian mnishvnelobania adre soxumis mwvrneli ro iyo latvieli mag dzaan kai mwvrtnelia
is bichebi tu daimates vinc davwere da rogorc tviton amboben 6 legioric ratqma unda normaluri donis pleiopshi moxvedris shansi ki unda gvqondes
კაი პროექტია მართლა, იმედია ერთ წელში არ დაშლიან გუნდს. მომწონს ასეთი რამ რო ხდება კალათბურთში, ისე ფეხბურთშიც რომ იყოს ასეთი ლიგა და2-3 ქართული გუნდი რომ მონაწილეობდეს, აშკარად წაადგება ქართულ ფეხბურთს. მაგალითად შეიქმნას ამიერკავკასიის ჩემპიონატი, ნახე რა თავპირისმტვრევა და ჟილკიანი თამაში იქნება.
მაგარი გუნდი კი კეთდება 1 შეხედვით მარა იმედია ადრინდელივით ნაუცბათევად გაკეთებული არ იქნება,.
dzalian kargi ambavia cincadze sanadze sanikidze cqitishvili shermadini mshveni xuteulia amat plius legionerebi da dzaalian kargi gundi gamova tu daabrunes es bichebi martla magari iqneba adre cincadze ambobda normalur anazgaurebaze dabrundebian bichebi saqartveloshio da imedia asec moxdeba
Warmatebebi
ბოლო წლების ყველაზე კარგი ქართული პროექტია, უბრალოდ ძალიან გახარებული ვარ, უდიდესი საქმე გაკეთდება ქართული კალათბურთის, ამ ლიგიდან საგზურები გაიცემა ევროპის სხვადასხვა ტურნირებზე, აბა თქვენ იცით, როდესაც საქართველოში ვიქნები ყველა თამაშზე დასწრებას შევეცდები(ბათუმიდან) წარმატებები
გულშემატკივრობა გარანტირებული აქვს ვითას. წარმატებებს ვუსურვებ, ბოლო დროის უდიდესი წამოწყებაა და იმედია 1-ან 2 წლიანი პროექტი არ იქნება. ეს ამბავი ძალიან შეუწყობს ხელს ქართველებს ევროპაში დასამკვიდრებლად და ყველა გვერდში უნდა დაუდგეს კლუბს.
მაგარი გუნდი კეთდება როგორც ჩანს ! აბა წარმატებები !