ოქსანა კალაშნიკოვამ და დემი შუურსმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართული საერთაშორისო ტურნირი მოიგეს, რომლის საპრიზო ფონდიც 250 ათასი დოლარი გახლდათ.
ქართველი და ჰოლანდიელი ჩოგბურთელები მე-4 ნომრად იყვნენ განთესილნი და ფინალში რუმინელები – ანდრეა მიტუ და პატრისია მარია ტიგი იოლად დაამარცხეს – 6:2, 6:2.
ცნობისთვის, გამარჯვებულები წყვილთა რეიტინგში 280-280 ქულას შეიმატებენ. ამჟამად, კალაშნიკოვას 79-ე ადგილი უკავია, განახლებულ კლასიფიკაციაში კი მინიმუმ 10 პოზიციით დაწინაურდება.