“ასტონ ვილას” ყოფილი კაპიტანი რონ ვლაარი ტრავმირებულია. მას მუხლზე ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდება, რის გამოც სამი-ოთხი თვე ვერ ითამაშებს.
ჰოლანდიელმა გასული სეზონის შემდეგ დატოვა ბირმინგემული კლუბი და ამჟამად თავისუფალი აგენტია.
გავრცელებული ინფორმაციით რონ ვლაარის შეძენა “ლაციოსა” და “საუთჰემტონს” სურდათ, თუმცა 30 წლის მცველის მომავალი ამ ეტაპზე უცნობია.