როგორც BBC იუწყება, ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ჯეფრი უები ამერიკული სასამართლოს წინაშე წარსდგა და თავი დამნაშავედ არ სცნო. უები მიიჩნევს, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს ფიფას კორუფციულ სკანდალში.
შედეგად, სასამართლომ ჯეფრის შინა პატიმრობა მიუსაჯა და გირაოს სახით 10 მილიონი დოლარი გადაახდევინა. ყოფილი ჩინოვნიკი ბრუკლინის სასამართლოდან 32 კილომეტრის რადიოსში სახლში უნდა იყოს. აგრეთვე მის მოძრაობას სპეციალური მეტალის სამაგრით გააკონტროლებენ. ჯეფრის ჩამოერთვა სამი პასპორტი, აკედან ორი დიდი ბრიტანეთის გახლდათ.
ფიფას ყოფილი ჩინოვნიკის ადვოკატმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
უები კაიმანის კუნძულებიდან გახლავთ და იგი ბრალდებულ იქნა მარკეტინგული უფლებების უკანონოდ გადაცემასა და ქრთამის აღებაში. მაისის თვეში, შვეიცარიაში უები და კიდევ 6 საფეხბურთო ჩინოვნიკი დააკავეს. ჯეფრი კი პირველი გახლდათ, რომლის ექტრადირებაც შვეიცარიამ განახორციელა.
50 წლის უები ცენტრალური და ჩრდილოეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციის (კონკაკაფი) ყოფილი პრეზიდენტი გახლავთ.