ფეხბურთი

13:59 | 19.07.2015 | ნანახია 1984 - ჯერ

“გურიამ” “კოლხეთი” გაანადგურა

უმაღლესი ლიგის გუნდი ლანჩხუთის “გურია” გრიგოლეთში შეკრებას აგრძელებს და ამხანაგურ მატჩებს მართავს. გუნდის ბაზაზე ადგილობრივები ხობის “კოლხეთს” დაუპირისპირდნენ და 5:0 დაამარცხეს. დუბლები ციცხვაიამ და წილოსანმა გაიფორმეს, ხოლო ერთი გოლიც ნარიაშვილის ანგარიშზეა.

მომდევნო შეხვედრას “გურია” კვლავ გრიგოლეთში ბაზაზე მარტვილის “მერანის” წინააღმდეგ დღეს, 19 ივლისს გამართავს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:32 | 19.07.2015
Torres9 (12692)

კარგია ბიჭებო, გრიგოლეთის ბაზის რემონტიც დაწყებულია, ისე კარგი იქნება ერთ ორ სიტყვას ბაზაზეც თუ დაწერთ და სურათებსაც შემოგვთავაზებთ

15:27 | 19.07.2015
კოლხი! (224)

სათაურშივე აღგეღნიშნათ ხობის კოლხეთი რომ იყო, ბევრს ფოთის ეგონებოდა არ გადმოვიდოდა და :/

14:44 | 19.07.2015
berodaviti (4285)

ადმინ რა იდუმალი ხარ, ვიფიქრე ფოთის კოლხეთი და კინაღამ დავიჯერე...

0.136437