ფეხბურთი

21:43 | 18.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავას დებიუტი, კვირკველიას მარცხი

რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში მოსკოვის ცსკა-მ შინ 1:0 დაამარცხა ყაზანის “რუბინი”, რომლის შემადგენლობაში სოლომონ კვირკველიამ სრულად ითამაშა. ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე მუსამ გაიტანა.

უკრაინის პრემიერლიგის პირველ ტურში დონეცკის “ოლიმპიკი” შინ ოდესის “ჩერნომორეცს” დაუზავდა (2:2). მასპინძელთა შემადგენლობაში უკრაინის მოქალაქე, მეკარე ზაურ მახარაძემ სრულად ითამაშა. ოდესელთა შემადგენლობაში დათო ხოჭოლავას დებიუტი შედგა. მცველმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ხოჭოლავას თანაგუნდელი გიორგი გადრანი განაცხადში ვერ მოხვდა.

ხარკოვის “მეტალისტმა” შინ 2:0 დაამარცხა ლვოვის “კარპატი”, ბუბა დაუშვილმა კი მოედანზე 90 წუთი გაატარა.

0.120048