ფეხბურთი

16:45 | 18.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპიაკოსი” ლორიას სანაცვლოდ მილიონ ევროს ითხოვს

საბერძნეთის “ოლიმპიაკოსი” საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარის გიორგი ლორიას სანაცვლოდ თურქეთის “ტრაბზონსფორს” ერთ მილიონ ევროს თხოვს. ამის შესახებ ბერძნული ინტერნეტპორტალი gazzetta.gr-ი იუწყება.

“ტრაბზონსფორის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძეს კლუბის ხელმძღვანელობას ლორია შეძენა ურჩია. თურქეთის სპორტული დირექტორი სულეიმან ჰურმას თქმით, ყველა ღონეს იხმარს, რომ ბერძნებს ქართველი მეკარის ფასზე შეუთანხმდეს და ლორია უახლოეს ხანში ტრაბზონელთა რიგებში ჩაირიცხოს.

ქართველმა მეკარემ ავსტრიაში შეკრებაზე მყოფი “ოლიმპიაკოსის” რიგები დატოვა და ამის მიზეზად ოჯახური პრობლემები დაასახელა.

ლორიას ბერძნებთან 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და წელიწადში მისი ხელფასი 200000 ევროა. ის “ოლიმპიაკოსში” თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა.

0.116942