ყაზანის “რუბინის” ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ თავისი საფეხბურთო კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი სეზონისთვის ორჯერ უკეთ მზადყოფნა საჭირო, ვიდრე განვლილისთვის, რადგან უეფას ევროპა ლიგაზე თამაში მოუწევთ.
- იმის გათვალისწინებით, რომ “რუბინი” უეფას ევროპა ლიგაზე ითამაშებს, მოსამზადებელ პერიოდში საწვრთნელი პროცესი ადრინდელთან შედარებით განსხვავებული იყო?
- რთული სათქმელია. როგორც წესი, დღეში სამჯერ ვვარჯიშობდით. ფიზმომზადების მწვრთნელი ევგენი ბონდარენკო ადრეც ასე გვტვირთავდა. ამ სეზონისთვის ორჯერ უკეთესად უნდა მოვემზადოთ, ვიდრე განვლილისთვის. ადრინდელისგან განსხვავებით კვირაში არა ერთ, არამედ, ორი მატჩს ვითამაშებთ.
ავსტრიულ შეკრებაზე რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ, რომლებშიც უფრო ძალები მოვსინჯეთ და შედეგი მეორე ადგილზე იყო. ვფიქრობ, მზად ვართ და ყველაფერი ნორმალურად იქნება. მთავარია, რომ ტრავმირებული არავინაა.
- ის ფაქტია, რომ სეზონის პირველ მატჩში შეხვედრა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ ცსკა-სთან მოგიზევთ პლუსია თუ მინუსი?
- ჩვენთვის სულ ერთია ვის ვეთამაშებით. ჩემპიონატში ყველა მეტოქეს ორჯერ უნდა შევხდეთ. მთავარი მწვრთნელი რინატ ბილიალიეტდინოვი ყველა მეტოქეს სწავლობს და მთელ ინფორმაციას თეორიულ მეცადინეობაზე გვიყვება. მიმდინარე ჩემპიონატში არაა გუნდი რომელსაც ადრე არ შევხვედრივართ და შესაბამისად ყველას ვიცნობთ.
- სესარ ნავასი, რომელთან ერთად დაცვის ცენტრში თამაშობდით “როსტოვში” გადავიდა. ეს ფაქტი როგორ აღიქვით?
- სესარზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. მაღალი დონის მცველია. ერთად როდესაც გამოვდიოდით, ის თამაშს ყოველთვის კარგად კითხულობდა და შეიძლება ითქვას, რომ მეტოქის შეტევის განვითარების მიმართულებას 20 წამით ადრე ხვდებოდა. თუმცა, ეს ფეხბურთია. მოთამაშეები მიდიან და მოდიან, გუნდებს იცვლიან. ის რაც სესარმა მასწავლა, მეტოქეების, მათ შორის მის წინააღმდეგაც გამოვიყენებ თუ მოედანზე შევხვდებით.
- სეზონის წინ გუნდისა და სათამაშო ფორმის საავიაციო ქარხანაში პრეზენტაცია როგორ მოგეწონათ? უჩვეულო იყო?
- იმ ქარხანაში პირველად ვიყავი. მხოლოდ დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა. ბევრი ხალხი მოვიდა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ გუნდს გულშემატკივრობენ.