იტალიური "კალიარის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ალბინ ეკდალი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარ "ჰამბურგში" გააგრძელებს. ამის შესახებ გერმანული გუნდის ვებგვერდი იუწყება. სკანდინავიელი მოთამაშემ "ჰამბურგთან" 4წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ამ ახალი გამოწვევისთვის მზად ვარ. იმედი მაქვს გერმანულ ფეხბურთს მალევე შევეჩვევი", - თქვა ეკდალმა.
25 წლის ეკდალი "კალიარიში" 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. მისი პირველი უცხოური გუნდი კი ტურინის "იუვენტუსი" იყო, თუმცა "ბებერი ქალბატონის" რიგებში დამკვიდრება ვერ მოახერხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სანამ რახაცას დაცერთ იმპორმაცია ბოლომდე უნდა ქონდეს მოპოვებული 03:17 წუთი იმიტომ ითამაშა რო ტრავა მიიღო და დაახლოებიტ ერთი თვე ვერ ითამაშებს
იმპორმაციას სანამ მიაწვდით ხალხს კეთილი ინებეთ და ბოლომდე გაერკვიეთ თემაში