ფეხბურთი

12:31 | 18.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძეს მცირე სათამაშო დრო დაუთმეს

რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის სტარტზე, მოსკოვის “სპარტაკმა”, სადაც ჯანო ანანიძე გამოდის, თავის მოედანზე “უფას” ვერ აჯობა – 2:2.

განვლილ მატჩში “სპარტაკი” ორჯერ აგებდა და ანგარიში ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გაათანაბრა. საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევი ნახევარმცველი თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო.

სჩანს, ანანიძეს სასტარტო შემადგენლობას წინამორბედის მსგავსად არც მოსკოველთა ახალი მთავარი მწვრთნელი დმიტრი ალეინიჩევი ანდობს.

0.111201