ფეხბურთი

12:53 | 18.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტიამ სეზონი “მეტალურგის” განადგურებით დაიწყო

უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის პირველ ტურში, ლუგანსკის “ზორიამ”, სადაც ჯაბა ლიპარტია გამოდის, სტუმრად ზაპოროჟიეს “მეტალურგი” გაანადგურა, რომლის ღირსებას ვალერიან გვილია იცავს.

“ზორიამ” მეტოქეს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა და მე-17 წუთზე ანგარიში ხომჩენსკოვსკიმ ლიპარტიას პასის მერე გახსნა. ქართველი შემტევი ნახევარმცველი, რომელიც სტუმართა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, პირველი ტაიმის მერე მცირე ტრავმის გამო შეცვალეს. ამპლუით ნახევარმცველმა უკრაინის მოქალაქე გვილიამ მასპინძლებში 90 წუთი დაჰყო.

0.110557