ფეხბურთი

12:14 | 18.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიშელ პლატინი ფიფას პრეზიდენტობას აპირებს

უეფას პრეზიდენტი ფრანგი მიშელ პლატინი ფიფას თავკაცობას გეგმავს. ამის შესახებ ესპანური AS-ი იუწყება.

ესპანური ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, 60 წლის პლატინის მხარს სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაცია (კონმებოლი), ჩრდილოეთ, ცენტრალური და კარიბის ზღვის აუზის კონფედერაცია (კონკაკაფი), ოკეანიის ფეხბურთის კონფედერაცია და უეფას უჭერენ. შესაბამისად, ფრანგი ჩინოვნიკის გამარჯვება ძალიან რეალურია.

ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა შვეიცარიის ქალაქ ციურიხში 20 ივლისს გაიმართება, სადაც ფიფას პრეზიდენტის არჩევნების თარიღი დადგინდება.

პლატინის სურს, რომ არჩევნები 2015 წლის 16 დეკემბერში ჩატარდეს, ხოლო ბლატერი 2016 წლის იანვრის მომხრეა.

თუ პლატინი ფიფას პრეზიდენტი გახდება, მაშინ უეფას პირველკაცობის ყველაზე რეალური კანდიდატი გერმანიის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელი ვოლფგანგ ნირსბახია.

0.134285