ფეხბურთი

16:08 | 18.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიამ” მარიანო დაიმატა



ფრანგული “ბორდოს” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი მარიანო ფერეირა კარიერას “სევილიაში” განაგრძობს. აღნიშნული ტრანსფერი ანდალუსიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

29 წლის ბრაზილიელი სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს დილით გაივლის და სამწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

“სევილიამ” მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ორი მარჯვენა მცველი: დიეგო ფიგეირაში და ალექს ვიდალი გაასხვისა. ამიტომაც, მარჯვენა უკანახაზელის დამატება მოსალოდნელი გახლდათ.

მარიანო “ბორდოში” 2012 წლიდან თამაშობდა და 102 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11357