მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “ესპანიოლის” მეკარე კიკო კასილია კარიერას “სამეფო გუნდში გააგრძელებს.
28 წლის გოლკიპერის სანაცვლოდ ესპანურმა გრანდმა 6 მილიონი ევრო გადაიხადა. ფეხბურთელი “სანტიაგო ბერნაბეუზე” მომდევნო 5 სეზონის განმავლობაში ითამაშებს. კასილია ახალ გუნდში სამედიცინო შეოწმებას უახლოეს მომავალში გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.
გასულ სეზონში კასილიამ “ესპანიოლის” რიგებში 37 მატჩი ჩაატარა. “ფურია როხას” რიგებში ესპანელს დებიუტი 2014 წლის 18 ნოემბერს გერმანიასთან ამხანაგურ მატჩში შედგა. 77-ე წუთზე კიკომ იკერ კასილიასი შეცვალა.