საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი ლორიასა და პირეოსის "ოლიმპიაკოსის" ურთიერთობა, როგორც ჩანს ხანმოკლე გამოდგა. ბერძნული პორტალი pamesports.gr-ი წერს, რომ 29 წლის ქართველმა კიპერმა გუნდის შეკრება დატოვა და ათენში გაემგზავრა.
"ოლიმპიაკოსმა" რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის ნაკრების კანდიდატი სტეფანოს კაპინო დაიმატა. გარდა ამისა, გუნდშია გამოცდილი ესპანელი მეკარე რობერტო და ბერძნული მედია ვარაუდობს, რომ "ოლიმპიაკოსს" ლორია აღარ სჭირდება.
თავის მხრივ, აღნიშნული წყარო ქართველ კიპერს თურქულ "ტრაბზონსფორს" უკავშირებს, რომლის დაინტერესებაზეც უკვე ითქვა.
შეგახსენებთ, რომ ლორიამ გასული სეზონი ოფის რიგებში გაატარა, თუმცა გუნდის გაკოტრების გამო მისი დატოვება მოუხდა. ცოტა ხნის წინ კი საბერძნეთის ჩემპიონთან ორწლიანი ოფიციალური კონტრაქტიც გააფორმა და ამხანაგურ მატჩში დებიუტიც ჰქონდა.