ფეხბურთი

13:52 | 17.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: თევზაძე "დინამოში"

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა თბილისის "დინამომ" მორიგი ტრანსფერი გაჩარხა. ამიერიდან "დინამოს" ღირსებას სქართველოს 19-წლამდე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და უმაღლესი ლიგის დებიუტანტ თბილისის "საბურთალოს" აწ უკვე ყოფილი მცველი გიორგი თევზაძე დაიცავს. ამის შესახებ "საბურთალოს" ვებგვერდი იუწყება.

18 წლის მცველმა "დინამოსთან" 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ძალიან გახარებული ვარ. ვეცდები, "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში ადგილი რაც შეიძლება მალე დავიმკვიდრო", - განაცხადა გიორგი თევზაძემ worldsport.ge-სთან საუბარში.

"დინამოსთვის" თევზაძე "საბურთალოდან" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მეორე ახალწვეულია ბაჩანა არაბულის შემდგომ.

თევზაძე საბურთალოელებს გასული სეზონის დასრულების შემდგომ დაუბრუნდა, რომლის მეორე ნახევარი საფეხბურთო კლუბ "სამტრედიაში" გაატარა. იმედისმომცემმა ფეხბურთელმა იმერელთა შემადგენლობაში უმაღლეს ლიგაში 6 მატჩი ითამაშა. საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში კი მაისში გამართულ ელიტ რაუნდში 3 შეხვედრაში თავი ორჯერ გამოიჩინა.

0.11015