ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ ნაგოიას ბაშოს სტარტზე განცდილ სამ მარცხს სამი მოგება მიაყოლა და ახლა, თანაბარი ბალანსი გააჩნია.
დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე გაგამარუმ აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა კიტატაიკი ოშიდაშით დაამარცხა, მისი მომდევნო მეტოქე კი დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ტოიონოშიმა იქნება.
კვლავაც წარუმატებლად ირჯება ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე. მან ერთადერთი მოგების ფონზე მე-5 მარცხი (ოშიდაშით) ოძეკი გოეიდოსთან განიცადა.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ივლისის სუპერტურნირზე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით ირჯება, შემდეგი ორთაბრძოლა კი დასავლეთის მე-4 მაეგაშირა ტაკეკაძესთან ელის.
ექვს-ექვსი გამარჯვებით ნაგოიას ბაშოს იოკოძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ, ოძეკი ტერუნოფუჯი და დასავლეთის მე-14 მაეგაშირა კაგამიო ლიდერობენ.
ივლისის ბაშოს მე-6 დღის მიმოხილვა
გაგამარუს ორთაბრძოლა 4:57-დან, ტოჩინოშინის - 10:04-დან
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მარადონა რა კაცია, რეებს ანახებდა მეორე გოლის შემდეგ
))))))
ხო მაგრამ ამ სამიდან მხოლოდ ერთი გახდა მსოფლიო ჩემპიონი, აი ის ტრიბუნებზე გაგლეჯილ კაიფში რომ ლოცულობდა ის DDDDD.
+