17 ივლისს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა. მოგეხსენებათ ქართული გუნდებიდან ამ ეტაპზე ვერცერთი გავიდა და შესაბამისად ყურადღება მხოლოდ ლეგიონერებზეა მიპყრობილი.
ზაურ სვანიძის მეთაურობით ბაქოს “ინტერმა” სტუმრად “ჰაფნაფიორდური” 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. პირველი ტაიმის “ინტერმა” 0:1 დათმო, ხოლო მეორე ტაიმის განახლებიდან 9 წუთში ნიკა კვეკვესკირმა პენალტის ზუსტი შესრულებით წონასწორობა აღადგინა, ბრაზილიელმა დიეგო მარტინსმა კი 61-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (VIDEO). აზერბაიჯანული გუნდის შემადგენლობაში მატჩი სრულად ჩაატარეს ნიკა კვეკვესკირმა, ზურაბ ხიზანიშვილმა და ლაშა კასრაძემ, ხოლო გიორგი ლომაია სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.
ნიკა ძალამიძის “იაგოლენიამ” შინ ბათუმის “დინამოს” მძლეველ და უჩა ლობჟანიძის კვიპროსულ “ომონიას” დაუზავდა (0:0). საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მოედანზე 90 წუთი გაატარეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოკლედ "ატლეტიკო პარანენსედან" 22 წლის ნახევარმცველი, ნიკაო ჩამოჰყავთ. ორივე ფლანგზე თამაშობს. იქ მომუშავე ქართველი მენეჯერის გელა ისაკაძის მეშვეობით გავიდნენ კავშირზე... იმედია მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება და რაც მთავარია ფეხბურტელი დინამოს გამოადგება.
სამარცხვინოები 1 გუნდი ვერ გავიდა 2 რაუნდში ) ფუ თქვენი...
ნუ გეშინია აგერ 20-დე გავზრდით ტრაწლიგას და DDDDDDDD
)))))))))) გაზრდა არაფერ შუაში არა ძმა) ფეხბურთელები უნდა მოიყვანონ წესიერი ლეგიონერები გუნდში არაა ) მარტო ქართველებზე ვერსად გახვალ) 16 თუ 10 თუ 12 სულერთია არაფერი შეიცვლება) არც 12 რო იყო მაშინაც ვერ ბრწყინავდით უბრალოდ ადვილი გუნდები გხვდებოდა წელს კიდე ყველას ძლიერი შეხვდა) გაბალა რო ძლიერი დინამოზე ესეც ფაკტია და მოკალი თუ გინდა))0