ფეხბურთი

12:50 | 17.07.2015 | ნანახია 1755 - ჯერ

მერებაშვილი "ვერიაში" 11 ნომრით ითამაშებს

თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი და საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი გიორგი მერებაშვილი ახლა უკვე ოფიციალურად საბერძნეთის სუპერლიგის ბინადარ "ვერიაში" ითამაშებს. ამის შესახებ ბერძნული გუნდის ვებგვერდი იუწყება. 28 წლის შემტევმა "ვერიასთან" 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 11 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ქართველი თავდამსხმელი ბოლოს ასევე ბერძნულ ოფიში ირჯებოდა, რომელსაც ფინანსური პრობლემები შეექმნა და გუნდი დატოვა. ოფის რიგებში მერებაშვილმა 17 შეხვედრაში 4 გოლის გატანა შეძლო.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:03 | 17.07.2015
napolitano (196)

ვინმემ იკითხოს მაინც რას შვება რეხვო .....იქნებ მოიპოვოთ ინფორმაცია და დადოთ,.....

14:10 | 17.07.2015
Davita16 (2463)

დილა თუ გავიდა სტეაუას შეხვდება

13:31 | 17.07.2015
რაჭა (10043)

წარმატებები, როგორი იმედი გვქონდა ამისი "დინამოში", მაგრამ...
რეხვიაშვილი სად არის??? დიდიხანია მასზე ინფორმაცია არ დადებულა....

13:10 | 17.07.2015
BEERTRANCE (97819)

წარმატებები, იმედია ეგენიც არ გაკოტრდებიან

12:48 | 17.07.2015
shakooo7 (2507)

წარმატებები მერებ და მალე ნაკრებში

0.124506