თამაშგარე

12:36 | 17.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორია ბექჰემის საიდუმლოებანი

ვეტერანი ინგლისელი მობურთალის, დევიდ ბექჰემის კაპარჩხანა ცოლის, ვიქტორია ადამს-ბექჰემის შესახებ მსოფლიოს ბულვარულ მედიაში ყოველდღიურად იმდენი ტყუილ-მართალი ამბავი ვრცელდება, ამ ინფორმაციის ზღვაში ადამიანს კი არა, დელფინსაც კი გაუჭირდება გაცურვა და “ნაპირამდე მიღწევა”.

”ყვითელ” მოკალმეებს ვიქტორიას შესახებ ყველაფერი აინტერესებთ დაწყებული იმით, თუ რა ფერის საცვლები მოსწონს და დამთავრებული მისი და დევიდის სექსუალური ამბებით. ერთ-ერთი ამერიკული ბულვარული გამოცემა კი ვიქტორიას ძველი და მტვერწაყრილი საიდუმლოებებითაც დაინტერესდა, რაც დევიდის ცოლს ნამეტანი არ მოეწონა და ახლა იმუქრება, მე ქალი არ ვიყო, რკინის ქალამანი თუ არ ჩავიცვა და სასამართლოს თუ არ მივმართოო.

საქმე მაშია, რომ აღნიშნულმა გამოცემამ ლონდონში იპოვა მავანი ბარმენი, რომელმაც განაცხადა, რომ სანამ ვიქტორია დევიდს შეხვდებოდა და მას ერთ ფაეტონ შვილებს გაუჩენდა, მანამდე იგი მისი გულისსწორი იყო და ამ საიდუმლო შეხვედრების მოწმე მისი არაერთი მეგობარიც ყოფილა. ვიქტორია ადამსი კი ირწმუნება, უწინამც დღენი დამელიოს, ამ ოხერ-ტიალ კაცს საერთოდ თუ ვიცნობდეო...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089955