ფეხბურთი

20:25 | 16.07.2015 | ნანახია NaN - ჯერ

"იუვემ" მანჯუკიჩი წარადგინა

იტალიის ჩემპიონმა ტურინის "იუვენტუსმა" ხორვატი ახალწვეული მარიო მანჯუკიჩი წარადგინა. მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი ფორვარდი ტურინულ გრანდში 17 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მანჯუკიჩმა "იუვენტუსის" ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარიც გააკეთა:

"მთავარი მნიშვნელობა მხოლოდ გატანილ გოლებს არ აქვს, უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვებაა და გუნდს ამისათვის ყველანაირად დავეხმარები. "იუვენტუსი" შესანიშნავი გუნდია და უკვე წლებია მომწონს. ბუფონს ხორვატია-იტალიის მატჩის წინ ვუთხარი, რომ ჩემი იდეალი ბავშვობიდან იყო. ენთუზიაზმით ვარ აღსავსე ამ გუნდში სათამაშოდ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვუყურე და "იუვეს" გამარჯვება შეეძლო, თუმცა ნაკლებად გაუმართლა.

მარიო გიოტცე? - მაღალის დონის ფეხბურთელი და ბრწყინვალე ადამიანია, კარგი იქნება მის გვერდით ისევ თამაში. პირლო და ტევესი რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ "იუვე" ყოველთვის მომავალზე ფიქრობს", - თქვა მანჯუკიჩმა.

29 წლის მანჯუკიჩი "იუვენტუსმა" "ატლეტიკოდან" 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:39 | 25.11.2024
mushni (93569)

მოათრიე აგერ

09:42 | 14.08.2024
KoRBeN DaLLaS (24844)

ფოტო მაოცებს. სულ რაღაც ერთი თვის ასე ვნებიანად პროშნიდნენ ერთმანეთს და რა ბუზმა უკბინათ ?
მოკლედ, რუბიალესის და ჰერმოსოს ამბავის მერე დაჯილდოების ცერემონიალზე ზასაობა იუდას კოცნაზე აპასნი რამე გახდა ))))

0.06739