ფეხბურთი

19:49 | 16.07.2015 | ნანახია 1419 - ჯერ

“დინამოს” დუბლების კალენდარი “რურის თასზე” ცნობილია

საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამო" 19-წლამდე გუნდი მონაწილეობას რურის თასზე მიიღებს.

ტურნირში მონაწილე 10 გუნდი ორ ჯგუფადაა გაყოფილი. A ჯგუფში დორტმუნდის “ბორუსია”, “დინამო”, ბრაზილიური “ინტერნასიონალი” და კატალონიის “ბარსელონას” მოხვდნენ, B ჯგუფში კი “გლადბახი”, “ჰუანჯუ ევეგრანდი”, “ბენფიკა”, მიუხნენის “ბაიერნი” და მადრიდის “ატლეტიკო”.

როგორც ქართული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, თამაზ სამხარაძის გუნდი პირველ მატჩს 30 ივლისს დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ გამართავს. ამავე დღეს გაიმართება “დინამოსა” და “ბარსელონას” მატჩი. 31 ივლისს “დინამო” ბრაზილიურ კლუბ “ინტერნაციონალს” დუაპირისპირდება, ამავე დღეს გაიმართება ჯგუფური ტურნირის ბოლო ტური. შესაბამისად “დინამოს” მეტოქე “ბოხუმი” იქნება.

ფინალური მატჩი 2 აგვისტოს შედგება.

შეგახსენებთ თბილისის “დინამო” “რურის თასის” მოქმედი გამარჯვებულია. 2014 წელს ქართველ ფეხბურთელებს კახი გოგიჩაიშვილი წვრთნიდათ.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:52 | 17.07.2015
bst000 (221)

sainteresoa rogor itamasheben sharshan tu ar vcdebi ar iyvnen aseti dzlieri gundebi

20:16 | 16.07.2015
რაჭა (10043)

აბა თქვენ იცით ....წარმატებები

20:15 | 16.07.2015
რაჭა (10043)

აწყმო თუ არა გვწყალობს -მომავალი და წარსული ჩვენია !!! DDDDD

0.931558