საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ყოფილი წევრი მამუკა კობახიძე რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე სარანსკის “მორდოვიაში” ვარჯიშობს.
გასულ სეზონში, ის ყაზანის “რუბინში” ირიცხებოდა, მაგრამ მცირე სათამაშო პრაქტიკის გამო, ყაზანურმა კლუბმა ქართველის განათხოვრება გადაწყვიტა.
ჯერჯერობით ის “მორდოვიაში” არ ჩარიცხულა. 15 ივლისს, სარანსკელებმა თავის ვებგვერდზე იმ 22 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნეს, რომლებიც მომავალი სეზონისთვის განაცხადში შეიყვანეს და მათ შორის კობახიძის გვარი არ ფიგურირებს. სამაგიეროდ, განაცხადშია მეკარე ნუკრი რევიშვილი, რომელმაც “მორდოვიასთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.