სხვა

16:37 | 16.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ მდგომარეობა გამოასწორა

ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ ნაგოიას ბაშოს სტარტზე 3 მარცხი განიცადა, მას შემდეგ კი მე-2 გამარჯვება იზეიმა.

დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ქართველი სუმოისტი ამჯერად დასავლეთის მე-9 მაეგაშირა ჰომარეფუჯის დაუპირისპირდა და ოშიდაშით სძლია.

გაგამარუს შემდეგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა კიტატაიკი იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც ქართველი 4:5 მარცხდება.

ივლისის სუპერტურნირზე კვლავაც ერთადერთი მოგების ამარა რჩება ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე. ქართველ სეკიტორს იოკოძუნა ჰარუჯმაფუჯისთან გამარჯვება მეტოქის გამოუცხადებლობის გამო ერგო, დანარჩენი 4 ბრძოლა კი წაგებული აქვს.

აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინმა ამჯერად ოძეკი კოტოშოგიკუსთან წააგო იორიკირით, მისი მომდევნო მეტოქე კი ასევე ოძეკი გოეიდო იქნება, რომელთანაც 4:9 მარცხდება.

5 დღის თავზე მაქსიმალური შედეგით ბაშოს 4 სუმოისტი ლიდერობს: იოკოძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ, ოძეკი ტერუნოფუჯი და დასავლეთის მე-14 მაეგაშირა კაგამიო.

ივლისის ბაშოს მე-5 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 5:09-დან, ტოჩინოშინის - 9:38-დან

0.119116