ფეხბურთი

14:32 | 16.07.2015 | ნანახია 1393 - ჯერ

სანაიამ ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონში ზედიზედ მეორე ტურია. “ტომის” ფორვარდი ანზორ სანაია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. ტომსკელებმა გასვლაზე ვორონეჟის “ფაკელს” 3:1 სძლიეს და სასტარტოში მყოფმა რუსული პასპორტისმ მქონე ფორვარდმა ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა. მან ყვითელი ბარათი 44-ე წუთზე მიიღო, ხოლო 70-ეზე შეცვალეს. “ტომი” 6 ქულით 20-გუნდიანი სატურნირო ცხრილის სათავეშია.

ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” არმავირი “ტორპედოს” უმასპინძლა და დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა. ხაბაროვსკელთა რიგებში შეცვლაზე რუსეთის მოქალაქე ფორვარდმა ლაშა იმედაშვილმა ითამაშა, რომელიც მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა. მარჯვენა მცველი კახა ალადაშვილი 18-კაციან განაცხადში არ იყო.

არმავირელთა შორის, რომელთაც ვალერი კარპინი წვრთნის, სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად ოთხმა წარმოშობით ქართველმა, მაგრამ რუსეთის პასპორტის მქონე ფეხბურთელმა იასპარეზა: ლევან ჯღარკავა, ირაკლი გეფერიძე, დავით ხურციძე და ირაკლი ჭეჟია იასპარეზა. გეფერიძე 87-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დანარჩენები 90 წუთი გაისარჯნენ. თადარიგში ნიკა ფილიევი იყო, რომელსაც გორის “დილაში” უთამაშია. ჩამოთვლილი ფეხბურთელები განვლილ სეზონში სომხურ “ულისში” ირიცხებოდნენ, ამჯერად კი, არმავირში არიან.

ორი ტურის შემდეგ, “სკა-ენერგია” ერთი ქულით მეთხუთმეტეა, ხოლო “ტორპედო” 2 ქულით მეცამეტე.

კალინინგრადის “ბალტიკამ” სახლში ასტრახანის “ვოლგარს” 2:1 აჯობა. მასპინძლებში შეცვლაზე ნახევარმცველმა ნიკა ჩხაპელიამ ითამაშა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. “ბალტიკა” 6 ქულით მეორე ადგილზეა.

იაროსლავლის “შინიკმა” ნიჟნეკამსკში ადგილობრივი “კამაზი” 3:0 დაამარცხა. სტუმართა რიგებში ედუარდ ბულია თამაშში 42-ე წუთზე ჩაერთო. ის რუსეთის მოქალაქეა. “შინიკი” 3 ქულით მერვეა.

კრასნოიარსკის “ენისეიმ” სტუმრად ნოვოსიბირსკის “სიბირთან” 0:1 წააგო. დამარცხებულებთა შორის მეკარე გიორგი შელიამ ორი ტაიმი ითამაშა. იგი გასულ სეზონში “ბალტიკაში” გამოდიოდა და ზაფხულში “ენისეიში” გადავიდა. კრასნოაირსკელები უქულოდ ბოლო ადგილზე იმყოფებიან.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:14 | 16.07.2015
ლუკა გაბუნია (584)

წარმატება კარგია......................

15:32 | 16.07.2015
magua (172)

უკვე 26 წლისაა ეს ბიჭი, ჩამოყალიბებული ფეხბურთელია, ნუ ასე თუ გააგრძელა მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მივმართთოთ, ჩვენს ნაკრების ცენტრფორვარდის პრობლემა არახალია.... ნუ რუსეთის 1 ლიგა ჩვენ უმაღლესზე ბევრად ძლიერია ,თან იქ გოლის გატანა საკმაოდ რთულია, უხეშ და ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ, ვნახოთ, ვნახოთ რას იზამს ახლო მომავალში

0.072312