კალათბურთი

14:55 | 16.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვითას” საკითხი 19 ივლისს გაირკვევა

ითამაშებს თუ არა თბილისის “ვითა” ვთბ-ლიგაში, 19 ივლისს გაირკვევა. სწორედ ამ დღეს დაინიშნა ლიგის საბჭოს სხდომა, სადაც 2015-16 წლების სეზონის შემადგენლობა და ფორმატი დადგინდება.

შეგახსენებთ, რომ “ვითას” პრესტიჟულ ლიგაში ჩართვის შესახებ საიბარი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და კულუარული ინფორმაციით, ეს საკითხი გადაწყვეტილიც კია, თუმცა, ოფიციალურ პასუხს სულ რამდენიმე დღეში შევიტყობთ.

თბილისური კლუბის შანსებს დღეს საღამოს გავრცელებული ცნობაც ზრდის. მოსკოვის “დინამომ”, რომელსაც ვთბ-ლიგაში თამაშზე განაცხადი ასევე ჰქონდა შეტანილი, მიზნის მიღწევა ვერ მოახერხა. დინამოელებს უარი ფინანსური პრობლემების გამო ეთქვათ.

0.11954